სკილი /sitewright

უპასუხე რამდენიმე კითხვას და მიიღე საკუთარი საიტი, ამ საიტის მსგავსი. ზემოთ შენი სახელი, ქვემოთ პროექტები, მომსახურების გვერდი, CV და ბლოგი, ერთ ან ორ ენაზე, Vercel-ზე გაშვებული შენი დომენით.

კატეგორია
პირადი საიტები
სტატუსი
ბეტა
ვერსია
v1.0.1
ლიცენზია
MIT
ბოლო განახლება

ინსტალაცია

npx skills@latest add tsirbiladze/sitewright

აგენტებისთვის, რომლებიც Agent Skills ფორმატს კითხულობენ და ბრძანებებს უშვებენ; გამოცდილია Claude Code-სა და Codex-ში. შემდეგ სთხოვე: „გამიკეთე პირადი საიტი“.

რას აკეთებს

sitewright საკუთარ საიტს გიწყობს, ისე, როგორც ეს საიტია აწყობილი. აგენტს ეუბნები, ვინ ხარ და რას საქმიანობ. ის საიტს შაბლონიდან აწყობს, ტექსტებს შენთან ერთად წერს იმის მიხედვით, რაც უთხარი, და საიტს Vercel-ზე უშვებს, შენი დომენით, თუ გაქვს.

საიტზე არაფერია გამოგონილი. ფაქტი, რომელიც არ გითქვამს (ფასი, თარიღი, კლიენტის სახელი), გვერდზე წყვეტილ ჩარჩოდ რჩება, სანამ არ შეავსებ. შენი სიტყვის გარეშე არც არაფერი ხდება საჯარო: GitHub-ის რეპოზიტორია, გაშვება და დომენი ცალ-ცალკე ელოდება შენს თანხმობას.

როცა მზად არის, საიტი შენია. კოდი შენს GitHub-რეპოზიტორიაშია, საიტი შენს Vercel-ანგარიშზე მუშაობს, ტექსტები კი ჩვეულებრივი ფაილებია. საიტს საკუთარი ინსტრუქციებიც მოჰყვება, ამიტომ შემდეგ უკვე აგენტს სთხოვ: „დაწერე პოსტი ჩემს ბოლო პროექტზე“, „დაამატე ეს პროექტი“, „შეცვალე ფასი“.

სადემო საიტის მთავარი გვერდი: გამოგონილი ადამიანის, ელისაბედ შაბლონის, სახელი კიდიდან კიდემდე მუქ ღვინისფერ ველზე, ქვემოთ მისი პროექტები და ერთი ღილაკისრული ზომით გახსნა

როდის გამოიყენო

აგენტს ჩვეულებრივი სიტყვებით სთხოვე: „გამიკეთე პირადი საიტი“, „პორტფოლიო მჭირდება“, „ჩემი CV ინტერნეტში დადე“. სკილი ერთი ადამიანის საიტისთვისაა. კომპანიის საიტს, მაღაზიას ან რამდენიმე ავტორის საიტს არ აწყობს.

რა გინდა რას იღებს საიტი
აჩვენო, რა გაგიკეთებია პროექტების გვერდს და ცალკე გვერდს თითო პროექტისთვის. შენი აგენტის სკილი მისივე რეპოზიტორიიდან ჩანს, როგორც ამ საიტზე
კლიენტები მომსახურების გვერდს: რას სთავაზობ, რა ღირს, როგორ მიდის საქმე, და ერთ ღილაკს, რომლითაც მოგწერენ
სამსახური გვერდს შენ შესახებ, CV-ით: პოზიციები, უნარები, ბმულები და PDF, თუ გაქვს
წერა ბლოგს Markdown-ში, RSS არხით
ორი ენა ყოველ გვერდს ორივე ენაზე, ერთმანეთზე ბმულით

ყოველი განყოფილება ირთვება და ითიშება. შეგიძლია მთავარი გვერდითა და CV-ით დაიწყო, ბლოგი კი მაშინ ჩართო, როცა სათქმელი გექნება.

რას იღებ

  • ამ საიტის დიზაინს. შენი სახელი კიდიდან კიდემდე დგას ერთი მუქი ფერის ველზე, ყოველ გვერდს კი ერთი მთავარი ღილაკი აქვს. სახელი სიგანეს აწყობისას ერგება: 6-დან 30 ასომდე, ლათინური ან ქართული ასოებით, ტელეფონიდან დიდ ეკრანამდე.
  • ექვს პალიტრას ან შენს ორ ფერს. წყვილზე, რომელზეც ტექსტი ძნელად წასაკითხი იქნებოდა, უარს იღებ: სად და რა კონტრასტით.
  • მზადყოფნას ძებნის, გაზიარებისა და აგენტებისთვის. საიტის რუკა, გასაზიარებელი სურათი ყოველი გვერდისთვის, RSS არხები, /llms.txt და ყოველი პროექტის გვერდის Markdown ვერსია.
  • შემოწმებებს, რომლებსაც თვითონ გაუშვებ. pnpm check ჩამოთვლის ყველა ფაქტს, რომელიც ჯერ აკლია. ტესტები და QA სკრიპტი ამოწმებს მისაწვდომობას, ტელეფონის სიგანეზე გვერდიდან გასულ ელემენტებს, კლავიატურით მოძრაობას და სახელის მორგებას.
  • სამ ბრძანებას საჯარო ნაბიჯებისთვის. pnpm preview, pnpm go-live და pnpm domain ჯერ შედეგს ამოწმებს და მერე გეუბნება. ის ორი, რომელიც ცვლის, რას ხედავს ხალხი, შენი თანხმობის გარეშე არ ეშვება.
იგივე მთავარი გვერდი ექვს პალიტრაში: wine, ink, pine, sea, walnut და slateსრული ზომით გახსნა

როგორ მიდის

  1. კითხვები. შენი სახელი, რას საქმიანობ, ენები, რომელი განყოფილებები გინდა, პროექტები, ელფოსტა და დომენი, თუ გაქვს.
  2. აწყობა. სკრიპტი შაბლონიდან ქმნის საიტის საქაღალდეს: შიგ არის ის, რაც თქვი, დანარჩენის ადგილას კი წყვეტილი ჩარჩოებია.
  3. ტექსტები. თითო განყოფილება, შენივე სიტყვებიდან. ყოველ გვერდს ჯერ შენს კომპიუტერზე კითხულობ, მერე ხდება დანარჩენი.
  4. რეპოზიტორია. შენი თანხმობით. კოდი შენს GitHub-რეპოზიტორიაში მიდის; დახურულში, თუ სხვას არ იტყვი.
  5. გაშვება. შენი თანხმობით. საიტი Vercel-ზე საჯარო ხდება, მისამართით, რომელიც vercel.app-ით მთავრდება.
  6. დომენი. შენი თანხმობით. სკილი შენს დომენს Vercel-პროექტს ამატებს და DNS-ჩანაწერებს გიჩვენებს. მათ შენ შეიყვან რეგისტრატორთან, სკილი კი ამოწმებს, სანამ დომენი HTTPS-ით არ უპასუხებს.
  7. გადაცემა. მისამართი, რეპოზიტორია, რა დარჩა წყვეტილ ჩარჩოდ და როგორ შეცვალო საიტი ამის შემდეგ.

როგორ მიხვდე, რომ სწორად მუშაობს

  • საიტზე ყოველი წინადადება შენი ნათქვამია ან შენი დამტკიცებული. რაც არ გითქვამს, წყვეტილი ჩარჩოა და არა ვარაუდი.
  • გკითხეს რეპოზიტორიის შექმნამდე, საიტის გაშვებამდე და დომენთან შეხებამდე.
  • გაშვება მთავრდება სიტყვით Live: და მისამართით, მას შემდეგ, რაც საიტის ყოველმა გვერდმა იქ უპასუხა.
  • pnpm domain --check მხოლოდ მაშინ ამბობს Ready:, როცა შენი დომენი HTTPS-ით პასუხობს. მანამდე გეუბნება, რა აკლია.
  • ერთი კვირის შემდეგ, საიტის საქაღალდეში, თხოვნაზე „დაამატე პოსტი ჩემს მოგზაურობაზე“ წასაკითხ preview-ს იღებ და არა შეცვლილ საჯარო საიტს.

შეზღუდვები

  • ჰოსტინგი: მხოლოდ Vercel. Vercel-ის უფასო გეგმა პირადი, არაკომერციული გამოყენებისთვისაა, და საიტი, რომელიც ფასიან მომსახურებას სთავაზობს, Vercel-ის პირობებით შეიძლება კომერციულად ჩაითვალოს. სკილი ამას პირველ გაშვებამდე გეუბნება; გეგმას შენ ირჩევ.
  • ერთი ადამიანი. არა კომპანიის საიტი, მაღაზია ან რამდენიმე ავტორის საიტი.
  • ენები: ერთი ან ორი, ლათინური ან ქართული ასოებით. ინგლისურსა და ქართულს მენიუ და წარწერები მოჰყვება. სხვა ენისთვის მათ შენი აგენტი თარგმნის და შენ უნდა წაიკითხო. მარჯვნიდან მარცხნივ დამწერლობები არ მუშაობს.
  • DNS: სკილი ჩანაწერებს გიჩვენებს და ამოწმებს. რეგისტრატორთან მათ შენ შეიყვან.
  • განლაგება და შრიფტი არ იცვლება. ფერები, განყოფილებები და ყოველი სიტყვა შენია; დიზაინი არ გადაეწყობა.
  • შენს კომპიუტერზე საჭიროა Node.js 24, pnpm, git, GitHub CLI და აგენტი, რომელსაც ბრძანებების გაშვება შეუძლია. GitHub-სა და Vercel-ზე შენს ბრაუზერში შედიხარ.
  • მოკლე და გრძელი სახელები. 6 ასოზე მოკლე სახელი მარჯვენა კიდემდე არ აღწევს, 30-ზე გრძელი კი უფრო პატარა ზომით იწერება. pnpm check ამას გეუბნება.

რამდენად არის გამოცდილი: შაბლონს 253 ტესტი და QA სკრიპტი აქვს, საქაღალდის ამწყობ სკრიპტს, სკილის გვერდებთან ერთად, 107 ტესტი. ამ ვერსიის გამოსვლამდე მთელი გზა ორჯერ გაიარა აგენტმა, რომელსაც სკილი არასდროს ენახა: ერთხელ Claude Code-ში და ერთხელ Codex-ში, GitHub-ისა და Vercel-ის შემცვლელებთან. 2026 წლის 17 ნოემბერს ერთხელ ნამდვილადაც გაეშვა: დახურული რეპოზიტორია, Vercel-პროექტი, პირველი გაშვება, preview და დომენის DNS-ჩანაწერები; შემდეგ ყველაფერი წაიშალა. ჯერ არ შემოწმებულა: ნამდვილი დომენი, რომელიც Ready:-მდე მივიდა, სხვა აგენტები და Linux-ის გარდა სხვა სისტემა.

სადემო საიტსა და მაგალითებში ყველა ადამიანი გამოგონილია.

ცვლილებები

  1. 1.0.1

  2. 1.0.0

რა შეიცვალა თითოეულ ვერსიაში, ინგლისურად არის აღწერილი ფაილში CHANGELOG.md.

გინდა შენს დოკუმენტებზე მოვარგო?

ნახე პაკეტები 2 000 ₾-დან